შინაარსზე გადასვლა

ალიბაბა მამედოვი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ალიბაბა მამედოვი
აზერ. Əlibaba Məmmədov

ბიოგრაფია
დაბ. თარიღი 5 თებერვალი 1930 (90 წლის)
დაბ. ადგილი მაშთაღა
წარმოშობა მაშთაგა, ბალახანი-საბუჩინის რაიონი, ბაქო, აზერბაიჯანის სსრ
გარდ. თარიღი 25 თებერვალი, 2022(2022-02-25)[1] (92 წლის)
გარდ. ადგილი ბაქო
დასაფლავებულია საპატიო ხეივანი
ჟანრ(ებ)ი მუღამი
საქმიანობა მუსიკოსი, მომღერალი
ალიბაბა მამედოვი ვიკისაწყობში

ალიბაბა ბალაჰმედ-ოღლუ მამედოვი (აზერ. Əlibaba Balaəhməd oğlu Məmmədov; დ. 5 თებერვალი 1930, მაშთაგა, ბაქო — გ. 25 თებერვალი, 2022) — აზერბაიჯანელი მომღერალი, კომპოზიტორი და პედაგოგი, აზერბაიჯანის სსრ სახალხო არტისტი (1989).

ალიბაბა მამედოვი დაიბადა 1930 წლის 4 თებერვალს ქალაქ ბაქოს საბუნჩინის რაიონში, სოფელ მაშთაგაში. იქვე დაამთავრა საშუალო სკოლა. მისი შემოქმედებითი ბიოგრაფია 1949 წელს ფილარმონიაში დაიწყო.[2] 1953 წელს აზერბაიჯანის სახელმწიფო სკოლაში ჩააბარა და 1958 წლის ჩათვლით სწავლობდა სეიდ შუშინსკის კლასში, ხოლო 1963 წელს ამავე სკოლაში დაიწყო პედაგოგიური საქმიანობა. 1968 წელს მაესტრო ნიაზის ინიციატივით ალიბაბა მამედოვმა ფილარმონიაში შეიქმნა სახალხო ინსტრუმენტების ანსამბლი „ჰუმაიუნი“.

1978-1988 წლებში იყო „აზკონცერტის“ სოლისტი.

2020 წელს მუღამების საერთაშორისო ცენტრში ჩატარდა ალიბაბა მამედოვის 90 წლისთავისადმი მიძღვნილი კონცერტი.[3]